კულტურა

 

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ინგლისური ენის სწავლება, არამედ ბრიტანული კულტურის გაცნობა საქართველოში და ქართული კულტურის პოპულარიზაცია დიდ ბრიტანეთში. იმისთვის, რომ ავამაღლოთ ბრიტანული კულტურის ცნობადობა, ბრიტანული კუთხე აღნიშნავს ბრიტანულ დღესასწაულებს, შექსპირის დაბადების დღეს, რობერტ ბერნსის საღამოს, დედოფლის დაბადების დღეს, ჰელოუინის დღესასწაულს, ხსოვნის დღეს, შობას და ა.შ.

ჩვენ ხშირად ვდგამთ ინგლისურენოვან წარმოდგენებს. გვყავს გუნდი სახელად „ბრიტანული კუთხე“. ისინი ძირითადად მღერიან ინგლისურ სიმღერებს და ყოველთვის ესწრებიან დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სადაც ასრულებენ “God save the Queen”.ეს გუნდი იმდენად კარგია, რომ რამდენჯერმე მიწვეული იყო ბრიტანეთის საელჩოში.

 

Salamanca Band-ის კონცერტი ბრიტანულ კუთხეში

შექსპირის დაბადების დღე

დედოფლის დაბადების დღე

სპექტაკლი „ოლივერი’’