BRITISH CORNER
ბრიტანულ-ქართული კულტურის ცენტრი
ბრიტანული კუთხე დაარსდა 2015 წელს
მისი მხარდამჭერები არიან The English-Speaking Union და ბრიტანეთის საელჩო.
ინგლისურ ენაზე მოლაპარაკეთა კავშირის (ESU) მთავარი მიზანია ხალხთა შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების განმტკიცება ინგლისური ენის საშუალებით. ESU-ს მფარველია ინგლისის დედოფალი ელისაბედ II. პრეზიდენტია-მისი ქალიშვილი, პრინცესა ანა. ESU ფუნქციონირებს მსოფლიოს 64 ქვეყანაში. საქართველოში ESU დაარსა მარინა ციციშვილმა, რომელიც 2013-2015 წლებში იყო ESU-ს საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, ხოლო 2016 წელს, პირველად საქართველოში, იგი ინგლისის დედოფალმა დააჯილდოვა საპატიო ორდენით MBE (Member of the British Empire) ბრიტანეთის იმპერიის წევრი.
პრინცი ფილიპი, ლორდი უოტსონი და მარინა ციციშვილი | ბარონ ფილიპ ჰამონდი სახელმწიფო მინისტრის მიერ დედოფლის ჯილდოს გადაცემა |
"ბრიტანული კუთხის" მიზანია მსურველებს არა მარტო შეასწავლოს ინგლისური ენა, არამედ აზიაროს ისინი ბრიტანულ კულტურასა და მის ტრადიციებს. ცენტრი საშუალებას გაძლევთ ეზიაროთ ბრიტანული ცხოვრების სტილს, გაიცნოთ საინტერესო ადამიანები და გახდეთ ბრიტანული კუთხის მეგობარი.
BC-ის აქვს სამი მთავარი მიმართულება: